ამჟამად თანადგომას ცენტრალური ოფისის გარდა აქვს 5 ფილიალი (განყოფილება) – 3 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი) და აივ-ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების ახალგაზრდული 2 ცენტრი (თბილისი, ფოთი).
თანადგომას ფილიალები:
- ფილიალის სახელი: თანადგომა, ბათუმის ფილიალი.
დაარსების თარიღი: გაიხსნა 2003 წლის 31 ივლისს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/ფედერაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიერ დაფინანსებული „სგგი/აივ/შიდსის პრევენციის პროექტის“ ფარგლებში.
სამიზნე ჯგუფები: რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობა, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფები (კომერციული სექსის მუშაკი ქალები, ნარკოტკების ინექციური გზით მომხმარებელები, ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცები, მათი პარტნიორები და კლიენტები), მეზღვაურები, ტრეფიკინგის მსხვერპლი.
მომსახურების ფორმები: კონსულტირება ცხელი ხაზისა და პირისპირ ვიზიტების მეშვეობით, გასვლითი საველე მუშაობა მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებთან, გასვლითი მუშაობა (სემინარები, ლექციები) ზოგად მოსახლეობასთან და სხვა ჯგუფებთან, მიმართვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში (განსაკუთრებით „ჯანმრთელობის კაბინეტში“), აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე და ზოგიერთ სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე სკრინინგი მობილური ლაბორატორიის მეშვეობით.
- ფილიალის სახელი: თანადგომა, ზუგდიდის ფილიალი.
დაარსების თარიღი: გაიხსნა 2005 წლის 6 აგვისტოს, გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მაღალი რისკის ჯგუფების მხარდაჭერა“ (აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში).
სამიზნე ჯგუფები: რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობა, კომერციული სექსის მუშაკი ქალები, მათი პარტნიორები და კლიენტები.
მომსახურების ფორმები: კონსულტირება ცხელი ხაზისა და პირისპირ ვიზიტების მეშვეობით, გასვლითი საველე მუშაობა მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებთან, გასვლითი მუშაობა (სემინარები, ლექციები) ზოგად მოსახლეობასთან, მიმართვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში (განსაკუთრებით „ჯანმრთელობის კაბინეტში“).
- ფილიალის სახელი: თანადგომა, ქუთაისის ფილიალი.
დაარსების თარიღი: გაიხსნა 2006 წლის 30 მარტს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/ფედერაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიერ დაფინანსებული „სგგი/აივ/შიდსის პრევენციის პროექტის“ ფარგლებში.
სამიზნე ჯგუფები: რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობა, მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფები (კომერციული სექსის მუშაკი ქალები, ნარკოტკების ინექციური გზით მომხმარებელები, ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცები, პატიმრები, მათი პარტნიორები და კლიენტები).
მომსახურების ფორმები: კონსულტირება ცხელი ხაზისა და პირისპირ ვიზიტების მეშვეობით, გასვლითი საველე მუშაობა მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებთან, გასვლითი მუშაობა (სემინარები, ლექციები) ზოგად მოსახლეობასთან და სხვა ჯგუფებთან, მიმართვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში (განსაკუთრებით „ჯანმრთელობის კაბინეტში“), აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე და ზოგიერთ სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე სკრინინგი მობილური ლაბორატორიის მეშვეობით.
თანადგომას აივ-ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების ახალგაზრდული ცენტრები:
- ფილიალის სახელი: თბილისის აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების ახალგაზრდული ცენტრი.
დაარსების თარიღი: გაიხსნა 2005 წლის 1 აპრილს, გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგარდები შიდსის წინააღმდეგ“ (აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია ახალგარდებში).
სამიზნე ჯგუფები: ახალგაზრდები.
მომსახურების ფორმები: კონსულტირება ცხელი ხაზისა და პირისპირ ვიზიტების მეშვეობით, გასვლითი მუშაობა (სემინარები, ლექციები) ახალგაზრდებთან, აივ-ზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება ახალგაზრდებისათვის.
- ფილიალის სახელი: ფოთის აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების ახალგაზრდული ცენტრი.
დაარსების თარიღი: გაიხსნა 2005 წლის 1 აგვისტოს, გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ახალგარდები შიდსის წინააღმდეგ“ (აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია ახალგარდებში).
სამიზნე ჯგუფები: ახალგაზრდები.
მომსახურების ფორმები: კონსულტირება ცხელი ხაზისა და პირისპირ ვიზიტების მეშვეობით, კონსულტირება ცხელი ხაზისა და პირისპირ ვიზიტების მეშვეობით, გასვლითი მუშაობა (სემინარები, ლექციები) ახალგაზრდებთან, აივ-ზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება ახალგაზრდებისათვის.