სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
(სგგი)
სგგი ისეთი ინფექციებია, რომელთა გადაცემა ხდება ინფიცირებულ ადამიანთან
სქესობრივი კავშირის შედეგად. ამ ინფექციებს ვენერიულსაც უწოდებენ.
დღეისათვის ცნობილია 30-ზე მეტი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება (სგგდ),
რომელთაგან ყველაზე მეტად გავრცელებულია:
გამოთვლილია, რომ ყოველ წელს ხდება სგგი-ით დასნებოვნების 333 მილიონი ახალი შემთხვევა, ე.ი. ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. აივ-ინფიცირებული ყოველი 100 მოზრდილიდან 75-85 დაინფიცირებული იყო დაუცველი სქესობრივი აქტის შედეგად (WHO, UNAIDS).
ძირითადი ინფორმაცია სგგი-ს შესახებ.
გადაცემის გზები.
თუ შესაფერისი მკურნალობა ჩატარებული არ არის, სგგი-ს მიმდინარეობა ხანგრძლივი
და ტალღისებურია, ხშირად გარეგნული ნიშნების გარეშე. თუ ადამიანი დაინფიცირებულია
ნებისმიერი სახის სგგი-თ თვითგანკურნება შეუძლებელია, ანუ სპეციალური მკურნალობის
გარეშე ადამიანი ვერ განიკურნება.
რაც უფრო ადრე მიმართავს დაინფიცირებული ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილია
განკურნება და, რაც მთავარია, თავიდან იქნება აცილებული სხვადასხვა გართულებები,
რომლებიც შეიძლება თან სდევდეს სგგი-ს. ერთადერთი სქესობრივი გზით გადამდები
დაავადება, რომელიც სადღეისოდ არ იკურნება არის შიდსი.
სგგი ნიშნები.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით მამაკაცებში, სგგი მიმდინარეობს ყოველგვარი გარეგნული ნიშნების გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არაფერი არ სჭირს. საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს?
საყურადღებოა, რომ დაავადებული ადამიანის სქესობრივ პარტნიორს შეიძლება არ ჰქონდეს სგგი-ს არცერთი გარეგნული ნიშანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ჯანმრთელია.
როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა დაავადებულია თუ არა?
ამ კითხვაზე პასუხი შეძლება გასცეს მხოლოდ ექიმმა შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების საფუძველზე.
მოკლე ინფორმაცია თითოეული სგგი-ის შესახებ.
სიფილისი
სიფილისის გამომწვევია წვრილი სპირალის ფორმის მიკროორგანიზმი სპიროქეტა. გამომდინარე სქესობრივი კონტაქტის სახიდან სიფილისის გამომწვევი შეიძლება შეიჭრას სხეულის ნებისმიერ ნაწილში (პირის ღრუში, სასქესო ორგანოებში, უკანა ტანში და ა.შ.).
სიფილისის გამომწვევის საინკუბაციო პერიოდი არის 3-4კვირა. გამომწვევის შეჭრის ადგილზე წარმოიქმნება პატარა წყლული, ე.წ მაგარი შანკრი - პატარა, მრგვალი, უმტკივნეულო, მაგარი ფუძით და ძალიან საშიში, რადგან მასში ბუდობს უამრავი სპიროქეტა ანუ სიფილისის გამომწვევი. ამ მომენტიდან ადამიანი ითვლება გადამდებად მანამდე, სანამ არ იმკურნალებს.
სიფილისის მიმდინარეობა
სიფილისის მიმდინარეობა ხანგრძლივია და მოიცავს რამდენიმე სტადიას:
პირველადი სიფილისი: გრძელდება 3-4კვირა, გარეგნულად გამოვლინდება მაგარი შანკრი.
მეორადი სიფილისი: გრძელდება 2 თვიდან რამდენიმე წლამდე, შანკრი ნაწიბურდება, აღინიშნება სისუსტე, შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მომატება, ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ყოველივეს თან ერთვის გამონაყარი სხეულზე და ლორწოვან გარსებზე, რომლებიც ხან ჩნდება და ხან ქრება. როგორც შანკრი ასევევ გამონაყარი ქრება შეუმჩნევლად.
გვიანი სიფილისი: ვითარდება არანამკურნალევი სიფილისის 25%-ში. ადგილი აქვს ძვლების, კანის, ნერვული სისტემის, შინაგანი ორგანოების დაზიანებას, რამაც შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
დროულად დაწყებული მკურნალობის შედეგად ადამიანი სრულიად იკურნება.
სიფილისი შეიძლება გადაედოს დედან ნაყოფს ორსულობის დროს. თუ ორსულობის პირველ
ნახევარში შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული არ არის უმეტეს შემთხვევაში ბავშვი
იბადება უკვე დაავადებული. ეს თანდაყოლილი სიფილისია.
გონორეა
გონორეის გამომწვევია გონოკოკი - მიკროორგანიზმი, რომელიც მიკროსკოპში ცერცვის მარცვალს წააგავს.
გონოკოკი აზიანებს არამარტო შარდსასქესო ორგანოებს, არამედ მსხვილ ნაწლავს, პირის ღრუს, ხახისა და თვალის ლორწოვან გარსებს. იგი წარმოადგენს ყველაზე „პოპულარულ“ დაავადებას, რადგან მისი ნიშნები სხვა დაავადებებისაგან განსხვავებით ყველაზე მეტად შესამჩნევია, განსაკუთრებით მამაკაცებში. ქალებში კი დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ასოცირებულია სხვა სგგდ-თან, მაგალითად ტრიქომონიაზთან.
გონორეისათვის დამახასიათებელია:
სიმპტომების გამოვლენა ხდება დაინფიცირებიდან 3-7 დღის შემდეგ. დაინფიცირებიდან გარკვეული დროის შემდეგ დაავადების ნიშნები შეიძლება მკურნალობის გარეშე თავისთავად გაქრეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაავადებამ თავისთავად ჩაიარა, არამედ იგი გადავიდა ქრონიკულ, უსიმპტომო სტადიაში. ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას ახასიათებს გამწვავება და სიმპტომები გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ისევ გაჩნდეს, ოღონდ უფრო გართულებული სახით. ქალებს შეიძლება აღენიშნოთ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მამაკაცებს-სათესლე ჯირკვლებში. ხშირია გონორეის შედეგად გამოწვეული სასქესო ორგანოების ანთებები. გონორეამ შეიძლება უშვილობაც კი გამოიწვიოს.
როგორც გონორეის, ასევე სხვა სგგდ-ს შემთხვევაში ხშირია თვითმკურნალობის ფაქტები მეგობრებისა და ახლობლების რჩევების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების გაკონტროლება შეუძლებელია. გონორეა რჩება განუკურნებელი და შემდგომში, სხვა გართულებებთან ერთად, შესაძლებელია პარტნიორის დაინფიცირებაც.
ხალხში გონორეას ეძახიან ტრიპერს. ტრიპერი გერმანული სიტყვაა და იგივეს ნიშნავს, რაც გონორეა.
ქლამიდიოზი
სადღეისოდ ქლამიდია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. დაავადების გამომწვევია მიკროორგანიზმი „Chlamidia trachomatis“. უმეტეს შემთხვევაში დაავადების ნიშნები გარეგნულად არ გამოვლინდება. გამონადენი ქლამიდიოზის დროს მწირია, გამჭვირვალე და მოგვაგონებს წებოს.
ქლამიდიას შეუძლია დააზიანოს არამარტო შარდ-სასქესო ორგანოები არამედ თვალებიც. ქლამიდიის გამომწვევი აღწევს უჯრედის შიგნით და „ღრღნის“ უჯრედს შიგნიდან. დაზიანებული უჯრედის ადგილზე ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ნაწიბურები. არანამკურნალები ქლამიდიის შემთხვევაში იგი ვრცელდება შიგნითა სასქესო ორგანოებზე და ქალებში იწვევს ტკივილს მუცლის ქვედა არეში.
როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში ქლამიდია ხშირად უშვილობის მიზეზი ხდება. ქლამიდიოზით დაავადებულ ქალებში ხშირია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა. შესაძლებელია ნაყოფის დაინფიცირება მშობიარობისას სამშობიარო გზების გავლის შედეგად. ამ დროს ხშირია ნაყოფის თვალების დაზიანება, გოგონები კი იბადებიან თანდაყოლილი ქლამიდიოზით.
დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში შესაბამისი ანალიზის გაკეთების შემდეგ.
ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზის გამომწვევია ერთუჯრედიანი მარტივი პარაზიტი ტრიქომონა. მისი
ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა სხვა დაავადებების გამომწვევების ფაგოციტოზის
ანუ „ჩაყლაპვის“ უნარი. ამიტომ ტრიქომონიაზით მკურნალობის დროს ხშირია სხვა
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენაც.
დაავადების პირველი ნიშნები გამოვლინდება დაინფიცირებიდან მე-4-ე დღიდან 3
კვირამდე. ტრიქომონიაზის ნიშნები უფრო მეტად ქალებში გამოვლინდება. მამაკაცებში ის
ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
დაავადების ნიშნები:
დიაგნოსტიკა ისევე როგორც სხვა სგგდ-ს შემთხვევებში შესაძლებელია სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ნაცხის, ანუ საშოდან ან მამაკაცის სასქესო ასოდან აღებული გამონადენის მოკროსკოპიული ანალიზით. სპეციალური მკურნალობის გარეშე განკურნება შეუძლებელია. ტრიქომონიაზს ისევე როგორც სხვა სგგდ-ს შეუძლია გამოიწვიოს ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები.
სასქესო ორგანოების ჰერპესი
ამ დაავადების გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი. არსებობს ამ ვირუსის ორი ტიპი:
I ტიპი – იწვევს გამონაყარს ტუჩების მიდამოებში და იშვიათად სასქესო ორგანოების არეში.
II ტიპი – იწვევს წყლულების გაჩენას სასქესო ორგანოების არეში და ზოგჯერ ტუჩების გარშემო.
დაავადების ნიშნები:
დაავადების დიაგნოსტირება შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის
საფუძველზე. სპეციალური მკურნალობის გარეშე განკურნება შეუძლებელია.
მახვილწვეტიანი კონდილომები (სასქესო ორგანოების მეჭეჭები).
დაავადების გამომწვევია ადამიანის პაპილომავირუსი. დაავადებულ ადამიანს აღენიშნება მეჭეჭები სასქესო მიდამოების არეში. თუ მეჭეჭები მხოლოდ საშოშია, მაშინ მათი აღმოჩენა მხოლოდ ექიმს შეუძლია შესაბამისი გასინჯვის შედეგად.
კონდილომები შეიძლება იყოს ბრტყელი, ნაკლებად შესამჩნევი ან იმატებდნენ ზომაში ან რაოდენობაში, თანდათან ისინი იღებენ ყვავილოვანი კომბოსტოს შესახედაობას.
დაავადების ნიშნები გამოვლინდება დაინფიცირებიდან რამოდენიმე კვირის ან თვის შემდეგ, უფრო ხშირად 3 თვის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონდილომების თვითნებური მოშორება. პატარა ნაწილაკის დარჩენის შემთხვევაში იგი კიდევ უფრო მოიმატებს ზომაში. კონდილომების მკურნალობა შეიძლება მხოლოდ ექიმთან. ხშირად მეჭეჭები მკურნალობის შემდეგ ისევ წარმოჩინდება.
კონდილომების გამომწვევი ვირუსი შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინაპირობა გახდეს.
დასკვნა
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ერთერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ინფექციებია მსოფლიოში. სგგი-თ შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ადამიანი, როგორც ახალგაზრდა ასევე მოხუცი, როგორც ქალი ასევე მამაკაცი განურჩევლად ასაკისა და ნაციონალობისა. სგგი-მა შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო შეგრძნებები და რიგ შემთხვევებში გამოიწვიოს ისეთი არასასურველი გართულებები, როგორიცაა უშვილობა, იმპოტენცია, თვითნებური აბორტი, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა.შ. არანამკურნალევი სგგი შეიძლება გახდეს სასქესო სფეროს სიმსივნური დაავადებების განვითარების წინაპირობა. გარდა ამისა, სგგი არსებობა ზრდის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირების რისკს, რასაც მივყავართ ისეთი სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში დაავადების განვითარებამდე, როგორიცაა შიდსი. შიდსის არსებობა კი თავისთავად აადვილებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების განვითარებას, რაც ართულებს მკურნალობას და მძიმე შედეგების საწინდარია.
სადღეისოდ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან თავდაცვის ერდერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა დაცული სქესობრივი კავშირი (კონდომის გამოყენება ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს) ან ორმხრივი მონოგამური ურთიერთობა.