რა არის აბორტი? აბორტი ეწოდება ორსულობის შეწყვეტას 22 კვირის ვადამდე. არსებობს თვითნებური და ხელოვნური აბორტები. თვითნებური აბორტი არ არის დამოკიდებული ორსულის სურვილზე და გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევით. ხელოვნური აბორტი არის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ორსულის სურვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო აბორტს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქალის ჯანმრთელობისთვის. იგი: -- ასუსტებს ორგანიზმის დამცველობით უნარს და ხშირად ამწვავებს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს; _ შეიძლება გახდეს უშვილობის, თვითნებური აბორტების, გართულებული ორსულობის და მშობიარობის მიზეზი - შეიძლება გახდეს ჰორმონული მოშლილობებისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი; - ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას; - ხშირად არის ქალის ნაადრევად დაბერების და კლიმაქსის მიზეზი. - როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა, შეიძლება გახდეს ნევროზებისა და ფსიქიკის სხვადასხვა ტიპის აშლილობის მიზეზი. - შეიძლება გახდეს წყვილის სქესობრივი უთანხმოებისა და შემდგომში სერიოზული ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ამრიგად, აბორტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალზე, არამედ მის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზეც. ერიდეთ აბორტს! თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ აბორტის გაკეთება, სჯობს მიმართოდ მედიკამენტურ აბორტს ან მინი აბორტს ( ვაკუუმ ესპირაცია) ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ეს მეთოდი ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას, ვიდრე აბორტი საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკით. მედიკამენტური აბორტი ორსულობის ადრეულ სტადიაზე: არსებობს სპეციალური პრეპარატი, რომელსაც ქალი იღებს ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით (ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან არ უნდა იყოს გასული 63 დღეზე მეტი)პრეპარატი იწვევს ორსულობის შეწყვეტას და ჩანასახის გამოდევნას. მინი-აბორტი: კეთდება არაუგვიანეს ორსულობის 6 კვირის ვადაზე და გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ვაკუუმ-ასპირაციული მეთოდით (ჰაერის უარყოფითი წნევის მოქმედებით ჩანასახის ნაწილების გამოტანა საშვილოსნოს ღრუდან გარეთ). პროცედურა უნდა ჩატარდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (რეპროდუქტოლოგიური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო სახლი, გინეკოლოგიური განყოფილება). აბორტი საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკვით: კეთდება ორსულობის 6-12 კვირის ვადაზე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (რეპროდუქტოლოგიური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო სახლი, გინეკოლოგიური განყოფილება). ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის მექანიკური გაფართოვება, სპეციალური ქირურგიული ინსტრუმენტებით ნაყოფისა და მომყოლოს გარეთ გამოტანა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ ორსულობის შეწყვეტის ”შინაურ” მეთოდებს და არ ჩაიტაროთ აბორტი სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან არასპეციალისტის მიერ. ეს თქვენ შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ!