ისტორია

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” შეიქმნა საერთშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ექიმები საზღვრებს გარეშე (MSF) საბერძნეთის მიერ დაარსებული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ბაზაზე. მას შემდეგ, რაც MSF საბერძნეთმა შეწყვიტა ფუნქციონირება საქართველოში, 2000 წლის ოქტომბერში ცენტრი გარდაიქმნა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციად „თანადგომა”. თანადგომამ გააგრძელა MSF საბერძნეთის დაწყებული საქმინობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.

თანადგომას სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა. ასოციაცია ასევე მუშაობს მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფების წარმომადგენლებთან:

2003 წელს გაიხსნა თანადგომას ფილიალი აჭარის რეგიონში, ბათუმში;

2005 წელს სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდში და ფოთში;

2005 წელს თბილისში (ბავშვთა ფედერაციის ბაზაზე);

2006 წელს იმერეთის რეგიონში ქუთაისში.

„თანადგომა” იზიარებს კონსულტირების სამსახურის შესახებ UNAIDS-ის მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა:

ძირითადი კონცეპცია ეთანხმება და განავრცობს 1994 წელის ქაიროს მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის და პეკინის 1995 წლის ქალთა მე-4 მსოფლიო კონფერენციის რეკომენდაციებს.

ცენტრის თანამშრომლებს გავლილი აქვთ კონსულტირების უნარ-ჩვევების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სქესობრივი გზით გადამდების ინფექციების, აივ/შიდსის, აივ-ზე ნებაყოფლობითი ტესტირებისა და კონსულტირების, ტრენერობის, სოციალური მუშაობის და სხვა საკითხებზე არაერთი ტრენინგი. ისინი კონსულტირებას ახორციელებენ კონფიდენციალობაზე დაყრდნობითა და ადგილობრივი კულტურის გათვალისწინებით.

სხვადასხვა საერთაშორისო და ქართულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე „თანადგომა”-ს შექმნილი აქვს ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრად ფუნქციონირებას.