ასოციაცია „თანადგომა“-ს ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
ასოციაციას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილ ფარგლებში.
ასოციაციის წევრები:
- ასოციაციას ჰყავს ნამდვილი და საპატიო წევრები.
- ასოციაციის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას, იზიარებს ასოციაციის დეკლარირებულ მიზნებს და მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის საქმიანობაში.
- ასოციაციის საპატიო წევრად შეიძლება მიღებულ იქნას ნებისმიერი პირი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებაში, აქტიურად თანამშრომლობს ასოციაციასთან ან ემსახურება ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებას რაიმე სხვა ფორმით.
- ასოციაციის წევრად მიღება ხდება მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ასოციაციის გამგეობის მიერ. წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის მიერ განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
- ასოციაციის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას ასოციაციის წევრობიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და ლახავს ასოციაციის სახელსა და ღირსებას. წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის საერთო კრება.
- ასოციაციის დამფუძნებელი და შემდგომი წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.