თანადგომას მომსახურების ფორმებია:
- ანონიმური, კონფიდენციალური და უფასო კონსულტირება და ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე (სგგი, აივ/შიდსი, კონტრაცეპცია, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები, ჰეპატიტები...), როგორც სატელეფონო (ცხელი ხაზი), ასევე პირისპირ ვიზიტების მეშვეობით;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნა;
- აივ/შიდზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება (ტესტირება ხორციელდება მხოლოდ თანადგომას ახალგაზრდულ VCT ცენტრებში);
- გასვლითი სამუშაოები მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფების წარმომადგენლებთან;
- სამიზნე ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართვა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში;
- გასვლითი სემინარები და შეხვედრები მოზარდებთან, გარდატეხის ასაკში ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებების, აივ/შიდსისა და სგგი-ს კონტრაცეპციის, ნარკომანიით გამოწვეული ზიანის საკითხებზე;
- სამიზნე ჯგუფებში თანასწორთა განათლების დანერგვა;
- ტრენინგები სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, თანასწორთა განათლების, კონსულტირების ტექნიკების და სხვა საკითხებზე;
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო ბროშურების და კონდომების უფასო გავრცელება;
- სამიზნე ჯგუფების წარმომაგდენელთა ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ბიბლიოთეკისა და ვიდეომასალის მეშვეობით;
- ფსიქოლოგიური კონსულტირება;
- მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენელთა პირველადი ტესტირება სგგი-ზე და ვირუსულ ჰეპატიტებზე მობილური ლაბორატორიის საშუალებით;
- სამედიცინო და ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მასმედიასთან თანამშრომლობა ინფორმაციის გავრცელების, ადვოკატირებისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით;
- სამედიცინო/ფსიქოლოგიური კვლევების წარმოება;
- სამედიცინო/ფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალების შექმნა და გავრცელება.